ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
(რექტორის ბრძანება N 120/02-01 11.05.2026).
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
2026 წლის 29 აპრილის 11:00 საათიდან 7 მაისის 17:00 საათამდე.
სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსის 107 ოთახში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე,
შესვენება 13:00-14:00 საათი.
წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 13 მაისს.
კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან);
3. 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის:
სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. მიმდინარე სემესტრში სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
5. ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.
განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.
მხოლოდ გაცვლითი პროგრამის სტუდენტები აგზავნიან განცხადებას და დოკუმენტაციას ფაკულტეტის კანცელარიის ელ. ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge
გისურვებთ წარმატებას!